jump to navigation

October 17, 2011

Posted by trinniti in Uncategorized.
add a comment

მე ვმოგზაურობ –

ყველას ხელებში, ყველას თვალებში,

ყველას თავებში

ახლაც.

ათასი კოლემტრის დისტანციით

ხეები გვანან ბუჩქებს,

არწივები ბეღურებს,

დელფინები ლიფსიტებს

და მაგონდება, როგორ ვფლავდი ხის ქვეშ პანდორას ყუთს.

აქ, როცა  ნიავი საპირისპირო მხრიდან უბერავს,

შეუძლებელია, გაარკვიო, რა ამბები მოაქვთ ქარებს თბილი ქვეყნებიდან.

აქ უკვე შეუძლებელია აწონო ან გადაწონო საკუთარი თავი,

აქ უკვე შეუძლებელია საკუთარ ჩრდილს დაეტოლო,

შეუძლებელია განასხვავო, ან აირჩიო, შეუძლებელია თქვა,

რადგან მზე ყველა მხრიდან ამოდის და მთვარეები ერთ მწრკივად.

ათასი კილომეტრის დისტანციით მინდორზე ვსახლდები

და ქალაქში მოსიარულე ჩრდილები მახსენდება,

რამდენად სხვანაირები იყვნენ ისინი ჩემს სახლთან,

და პირველად გავლილ ქუჩებზე ჩემი ჩრდილი როგორ ჰყავს მათ.

 

September 6, 2011

Posted by trinniti in Uncategorized.
1 comment so far

ჩამომართვით ხელი – ეს ხელი ჩემი  არაა.

ეს თქვენი ხელია – თქვენი კონსტრუირებული – თქვენი გემოვნებით,

თქვენი ძვლით და თქვენი ხორცით.

ვისაც საუზმედ გიყვართ კვერცხი,

საღამოს კი ცხარე სოუზთან მსუბუქად ტკბილი წვენი.

ტანსაცმელი,

რომელიც მე მაცვია კარის მკერავის შეკრეილია  კამბოჯაში

და წუნს ვერაფრით დასდებთ.

როცა თვალს შეავლებთ,

მერე თვალებში მიყურებთ,

რომელიც ჩემი არაა.

ეს თვალები საერო მღვდლებმა ჩამოადნეს დედაჩემის და მამაჩემის თვალებში

და დღეს მათში ცოტ–ცოტა ყველაფერი შეგიძლიათ დაინახოთ –

– ევადან ადამამდე.

მელაპარაკეთ და მისმინეთ, ეს პირი მაინც არაა ჩემი.

მკოცნეთ, მეფერეთ, სიამოვნება მიანიჭეთ საკუთარ ენას, რომელიც

თქვენიც არაა და არც ჩემი .

შემიკვეცეთ და ჩამომაკვეთეთ ფეხები –

ისინი მაინც უძრავად დგანან,

რადგან ზედ უამრავი მე ვკიდივარ და მე ვეღარ ვიგებ, რომელი მიდის და რომელს მიათრევს.

გამაჩენინეთ იმდენი შვილი, რამდენიც შეგიძლიათ

და იმდენჯერ გამრავლდით, რამდენიც შემიძლია,

რადგან დასარგველია ხეები და ტყე ერთიანად უნდა დაირგას.

მომაჭერით მარჯვენა ხელი, რომ არ იცოდეს, მარცხენა რას აკეთებს, რადგან ის ალბათ ცუდ საქმეს აკეთებს და ეს მარჯვენამ არც არასოდეს იცოდა.

ჩემი მარჯვენა ხელი მარცხენას ეჯიბრება ხელის გადაწევაში და თქვენთვის სულ ერთია,

რადგან ორივე თქვენი შექმნილია .

და მე ვფიქრობ, სად არსებობთ თქვენ.

და მე გეძებთ, რათა დაგხოცოთ

და ერთი წამით არ შემეცოდება ჩემი თავი.

ოღონდ გამოდით ჟურღმულებიდან, ნაბიჭვრებო.

 

თეთრი August 28, 2011

Posted by trinniti in another's, fragment, monologue, real story.
add a comment

ცარიელი კი არა, – თეთრი.

თეთრი კედლები,

თეთრი მდინარე,

თეთრი მზე,

მე თეთრი ვარ.

ცარიელი?

ცარიელი არის ხილის კალათა.

კალათამ იცის, როგორია იყოს სავსე.

ცარიელია ლომო–დიანა კამერა,

რამდენიმე თვის წინ ფირი იდო – 

ერთ დღეში გადავიღე.

ცარიელია ჩემს საწერ მაგიდაზე

გამოუყენებელი დვდ დისკები,

სახლში ახალგაყვანილი გათბობის მილი,

მამაჩემის გარაჟი,

დედაჩემის სეზონური ჩანთა,

ცარიელია კაფე,

ბლოკნოტი,

ნახევრადცარიელია ჭიქა,

ცარიელია ფოქსის საჭმლის თასი,

ცარიელია დესკტოპი.

 

 

 

 

მე – ვარ თეთრი.

მაგნოლია May 26, 2011

Posted by trinniti in Uncategorized.
add a comment

თავი 1

კამერა 1: შორი ხედით – უამრავი ადამიანია დვორჟაკის გამოფენის გახსნაზე. უამრავი ნაცნობი, ელეგანტურად ჩაცმული ადამიანი. ახაგაზრდები, სტუდენტები, ყოველდღიური მაკიაჟით. სრულიად სადა ადამიანები.

კამერა 2:  ახლო ხედით – ასხავენ ღვინოს, ერთმანეთში ლაპარაკობენ, იცინიან, ხელს ართმევენ. მოლოცვებს იღებენ, ფოტოებს ათვალიერებენ

კამერა 1: გარეთაც უამრავი ხალხია. ისმის ხმებიც, რომელიც მათ არ ეკუთვნით

თავი 2

კამერა 1. პარლამენტის წინ უამრავი ხალხია. ყველა ასაკის. ყველა გამომეტყველების. ყველა სქესის. პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.

კამერა 2. ახლო ხედით მათი სახეები, ტრიბუნაზე გამომსვლელი, ხელკეტები, ფარები. ბარიკატები, რითაც ქუჩაა გადაკეტილი. პტრანსპარანტები. ნიღბები.

თავი 3

კამერა 1. მეტრო. უამრავი ხალხი. ყველანაირი და ყველა. მატარებელს ელოდებიან.

კამერა 2. ვაგონი. ზოგი ზის, ზოგი მოთმინებით, ზოგი მოუთმენლად ელის ადგილის გათავისუფლებას. გაჩერებაზე გამსვლელები გამომსხვლელებს უშლიან ხელს და პირიქით.

სკამის კუთხეში ორი ბიჭი ზის. გვერდით ადგილი გაუთავისუფლდათ. შუახნის კაცი მიუჯდათ.

მოულოდნელად ერთ-ერთი, რომელიც განაპირას ზის, ითიშება და მთელი ტანით ეცემა მეორეს. მთვრალია.

კამერა 1. ახლო ხედით მგზავრების სახეები, მეგობრის სახე.

გათიშულს მარჯვენა ფეხზე იწვენს. თავს ადებინებს. არ მოძრაობს, არ ლაპარაკობს, არ პასუხობს.

ხალხი ძლივს, ან ვერ იკავებს სიცილს. ზოგი დაცინის.

კამერა 2. კაცს, რომელიც გვერდით მიუჯდა ჩაეძინა. ნელ-ნელა იმ ბიჭის მხრისკენ მიიწევს, რომელსაც ერთ ფეხზე მეგობრის თავი უდევს. მიიწევს და მხარზე თავს ადებს. ისაც მთვრალია.

ბიჭიც იცინის და ცდილობს ეს კაცი მაინც გააღვიძოს. ვერ იღვიძებს. მთელი ვაგონი იცინის.

მეტრო მიწისქვეშა გვირაბიდან გამოდის და სიცილის ხმას მოულოდნელი ხმაური ფარავს. ვაგონს რახარუხი გაუდის. სეტყვა მიმავალი მატარებლის ვაგონში ცვივა.

სიცივე მოულოდნელად ვარდება მატარებელში. ყველა ერთდროულად ჩერდება და ფანჯრებს უყურებს, როგორც ცვივა ყინულის უზარმაზარი ნატეხები მათგან ნახევარ მეტრში. როგორ იფარებენ თავზე ხელს, ვინც გარეთ, ქუჩას კვეთს და როგორ დგანან სხვები შენობების შესასვლელში.

მთვრალები წამში ავიწყდება ყველას. ყველა ჩუმადაა. გარეთ და შიგნით.

სეტყვა მოდიოდა პარლამენტის წინაც

და გამოფენის შენობის შესასვლელშიც

სიზმარი N X May 4, 2011

Posted by trinniti in fragment, monologue, real story.
add a comment

გუშინ სიზმრად ჩემი თავი ვნახე. თავზე ხელი მოვისვი და დავიხედე – სისხლიანი იყო.

თმის ღერებიდან სისხლი მომდიოდა.

გამომეღვიძა და თავზე ხელი მოვისვი.