jump to navigation

გამომგონებელი კაცის ამბავი – ერლომ ახვლედიანი December 21, 2010

Posted by trinniti in Uncategorized.
add a comment

გამომგონებელი კაცი იყო. ყველაფერს იგონებდა. იგონებდა იმას, რაც ჯერ არ გამოუგონიათ და იმასაც იგონებდა, რაც უკვე დიდი ხანია გამოიგონეს. იგონებდა იმას, რაც არ ღირდა გამოგონებად და იმასაც იგონებდა, რისი გამოგონებაც შეუძლებელია.

ერთობ გამოუსწორებელი კაცი იყო გამომგონებელი კაცი. ჯერ იყო და თავისი თავი გამოიგონა. შემდეგ ერთი მთა გამოიგონა და მთის ირას ერთი ქოხი გამოიგონა. შემდეგ მშვიდი ცხვორება გამოიგონა და მთის ძირას ერთი ქოხი რომ გამოიგონა, იქ დაიწყო ცხოვრება.

სხვებმა გაიგეს გამომგონებელი კაცის არსებობა. მივიდნენ, სთხოვეს მას, ჩვენც გამოგვიგონეო და გამომგონებელმა კაცმა ყველა ჩვენ გამოგვიგონა.

ბოლოს მან უსასრულო გზა გამოიგონა და იმ გზას დაადგა.

Advertisements

ამბავი კაცისა, თავი რომ ვერ გაიცნო – ავტორი ერლომ ახვლედიანი December 21, 2010

Posted by trinniti in another's.
add a comment

კაცი იყო, თავი ვერ გაიცნო.

როცა კაცი იძინებდა, თვითონ იღვიძებდა,

როცა კაცი იღვიძებდა, თვითონ იდგა.

როცა კაცი იდგა, თვითონ იჯდა,

როცა კაცი იჯდა, თვითონ მიდიოდა,

როცა კაცი მიდიოდა, თვითონ მოდიოდა…

და მერე

როცა თვითონ ტიროდა, კაცი იცინოდა.

როცა თვითონ სიჩუმეს უსმენდა, კაცი ღიღინებდა.

როცა თვითონ სინათლისკენ მიილტვოდა, კაცი სიბნელეში შთანთქმას ლამობდა.

როცა თვითონ თავს სიმართლეს ეუბნებოდა, კაცი თავს იტყუებდა.

როცა თვითონ სინანულის განცდა ეუფლებოდა, კაცი გულს იქვავებდა…

და კვლავ

როცა თვითონ შინ იყო, მარტოდმარტო, კაცი ბრბოსთან ერთად აღმა–წაღმა დაეხეტებოდა.

როცა თვითონ შორ გზას ადგა, კაცი იქვე ახლომახლო დაბორიალობდა…

დაბოლოს, კაცი მოკვდა. თვითონ კი თავზე ადგა და დასცქეროდა მიცვალებულს, მაგრამ ვერ იცნო თავი, ოღონდ სადღაც ენახა მისი სახე.

 

ამბავი კაცისა, რომელიც ყველას ეგონა რომ არ იყო – ავტორი ერლომ ახვლედიანი December 21, 2010

Posted by trinniti in another's.
add a comment

იყო კაცი, რომელიც თავისთვის იყო და ყველას ეგონა, რომ არ იყო…

იყო ცა და მიწა.იყო ნათელი და იყო ბნელი. იყო მზედა მთვარი. იყო ვარსკვლავები.

და იყო კაცი, რომელიც თავისთვის იყო…

იცო ცისკარი და მხუზრი. იყო ჩრდილოეთი და სამხრეთი, იყო აღმოსავლეთი და დასავლეთი. იყო წამი და საუკუნე. იყო სიახლოვე და სიშორე. იყო მარჯვენა და მარცხენა.

და იყო კაცი, რომელიც ყველას ეგონა, რომ არ იყო, რადგან თავისთვის იყო.

იყო სიყვარული და სიძულვილი. იუო ერთგულება და ღალატი. იყო სასოება და სასოწარკვეთა. იყო სიმწარე და სიტკბოება. იყო სიმშვიდე და მშფოთვარება…

და იყო კაცი, რომელიც ათავისთვის იყო და ეგონა, რომ არ იყო.

იყო სამართლიანობა და უსამართლობა. იყო დაუნდობლობა და პატიება. იყო მოკლული და მკვლელი. იყო სისავსე და სიცარიელეც იყო.

და ჩვენ ყევლანი აქვე ვიყავით.

და იყო კაცი, რომელიც თავისთვის იყო და მასში შემოდიოდა ყველაფერი და ყოველი. რაც იყო და თავის კუთვნილ ადგილს იკავებდა მოკლული და მკვლელი, შეურაცხყოფილი და შეურაცხმყოფელი. ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი, ნათელი და ბნელი, სიშორე და სიახლოვე, კანონი და უკანონობა. მზე, მთვარე და ვარსკვლავები.

შემოდიოდნენ და პოულობდნენ ერთმანეთს, ესაუბრებოდნენ და ურიგდებოდნენ ერთმანეთს. და მშვიდდებოდნენ.

დაბოლოს, შემოვიდა მასში სიკვდილი და თავისი კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრა.

ის კი იყო თავისთვის.

Excursion to the mountains By franz Kafka December 19, 2010

Posted by trinniti in another's.
1 comment so far

,,I dont know” i shouted soundlessly, “I just dont know. if nobody comes, well, then nobody comes. I haven’t harmed anyone, nobody has harmed me, but nobody wants to help me. Lots of nobody. But that’s not how it is. Only that nobody is helping me – otherwise lots of nobody would be nice. I’ld be very happy 0 and why not? to go on an excursion with a bunch of these nobodies. to the mountains, of course, where else? how these nobodies would jostle each other, these many crosswise stretched and arms coupled together, these many feet separated by tiny steps! Of course, they’re all in evening dress. We’re all going along so-so-so, the wind blows rhrough the gaps between put appendages. in the mountains our throats free up. It is a miracle that we dont sing. “

Resolutions by Franz Kafka December 18, 2010

Posted by trinniti in Uncategorized.
add a comment

To lift yourself out of a miserable state must be easy, even with deliberate force. I tear myself from the armchair, walk around the table, make my head and neck move, bring fire to my eyes, tense the muscles around them. work against every emotion, turbulently  greet A.if he comes to see me now, amiably put up with B.in my room, absurd in long swallows everything that C. says despite the pain and effort it requires.

 

But even if i manage to bring it off, every unavoidable mistake begins to slow everything to a halt, the easy and the difficult, and i will have to circle back.

 

Thats why the best advice remains to endure everything, to behave like ponderous mass and, if you feel you are being blown away, not let yourself be lured into a single unnecessary step, to regard your opposite with the gaze of an animal, to feel no regret, in brief, to suppress with your own hand whatever ghostly remains of like, which means increasing the terminal peace of the grave and letting nothing exist but that.

 

One characteristic gesture if this condition is to run your little finger over your eyebrows.