jump to navigation

ორიენტაცია March 23, 2010

Posted by trinniti in real story.
2 comments

მარცხნივ

გოგო და ბიჭი სხედან. მაქსიმუმ 25 წლისები.

ბიჭი:  რატო არ დამელოდე გუშინ?

გოგო: მეძინებოდა.

ბიჭი: რა, ვერ გაიგე ხმა? მთელი ღამე გირეკავდი. სახლში რო მოვედი, მთელი ღამე ტელეფონთან ვიჯექი.

გოგო: რომელზე მირეკავდი?

ბიჭი:5 იწყებოდა.

გოგო: უფ, მეძინა მაგ დროს (მზესუმზირის ნაჭუჭებს პრიალა შავი ჩანთის გვერდითა ჯიბეში ყრის)

ბიჭი: რა გეძინ, –  არ იღებდი! ეგ საკეკნკი წიწილებს დაუყარე რა, გოგო!

გოგო: არ გამიგია.

შენი ბოზი თაკო როგო გყავს?! თუ სხვა კაცთან გაგექცა უკვე?


მარჯვნივ

ჭაღარა კაცი ზის. შავი ტყავის კურთკა აცვია. მაქსიმუმ 45 წლისაა.

რეკავს – ხო, გულო, რას შვრებით? არა, ახლა საქმეზე მივდივარ.  ხომ კარგად ხართ? გიომ ითამაშა? ნატომ იმეცადინა? ხო, შენ შემოგევლე… დაწვნენ? რა ჭამეს? შენ გაუკეთე? უყიდე გიოს ახალი კეტები? ნატოს წიგნები ხომ არ ჭირდება? კარგი,  ხვალამდე.

ურეკავენ– იეს ბროზერ, ჰაუ არ უ? რა რა? ოკ, დონთ ვორი ბროზერ, აი ვილ ქოლ დათო. მოგვარდება. როგორ ხართ ? ჰოუმ, ჰოუმ? ოკ, ნანა ჰაუ ის? აი ემ გოინგ თუ გლდანი ბროზერ. ხვალ ქოლ დათო და მოგიტანს. წამლებს სვამ ბროზერ? შვილ  ჰაუ ის? ოკ ბროზერ, დაგირეკავ.


პირდაპირ

ქერა ცისფერთვალება ბიჭი ზის. მაქსიმუმ 26 წლის.

თვალებში მიყურებს სულ.