jump to navigation

ავად February 28, 2010

Posted by trinniti in Uncategorized.
add a comment

Flat Of The Blade

Paradise Circus Feat Hope Sa

კლაპ კლაპ

10 განსხვავება February 8, 2010

Posted by trinniti in real story.
add a comment

ოთახის შუაში იდგა და თვალებდახუჭული ცეკვავდა. მის გარშემო სიგარეტის, სასმლის, ელექტრო გიტარის სუნი და რამდენიმე ბიჭი ერთმანეთში იზილებოდა, როცა დავინახე. ჰქონდა მოკლედ, მხრებამდე შეჭრილი სწორი შავი თმა და გამხდარი ტანი.

რამდენიმე წუთის მერე ვიცანი. ერთი  წლის წინ ვნახე მეგობრის სახლთან. მაშინაც ზუსტად ასე გამოიყურებოდა, ოღონდ წითელი ჟაკეტი ეცვა და წითელი პომადა ესვა. ერთმანეთს ჩავუარეთ სწორედ მაშინ, როცა მან ჯიბიდან მობილური ამოიღო და მე მის ხელზე ყვითელი საქორწინო ბეჭედი დავინახე.

მას შემდეგ, მემგონი, ზაფხულში ავტობუსშიც შემხვდა, ძალიან შორს იყო და კარგად ვერ ვხედავდი. ზუსტად ასევე ჰქონდა თმა და მწვანე თხელი შიფონის კაბა ეცვა. მის წინ ორი ბიჭი ერთმანეთს ხელიდან გლეჯდა რაღაც რვეულს, თან მწვანეკაბიანს უყურებდნენ. როცა ჩემი აიპოდი დაჯდა, ისაც ჩავიდა ისე, რომ ზუსტად ვერ გავიგე, ის იყო თუ არა.

გუშინ კი ნამდვილად ის იყო. იდგა ოთახის ცენტრში და უფრო მოძრაობდა ნელა, ვიდრე ცეკვავდა. როცა მივუალოხვდი და მან ხელები მაღლა, განათებისკენ ასწია, ამ დროს ბასისტმა დაასრულა სოლო და დავინახე, რომ არც ერთი ხელის არც ერთ თითზე არანაირი ბეჭედი აღარ ეკეთა. მის წინ რამდენიმე ბიჭი ხტუნაობით ცეკვავდა, რომ როგორმე მისი დახუჭული თვალების ყურადღება მიექცია. ის კი იყურებოდა სულ მაღლა, შავი სწორი თმა მხრებამდე შეჭრილი და გამხდარი ტანი ქჰონდა, სანამ ვხედავდი. და ალბათ მერეც.