jump to navigation

seven November 30, 2010

Posted by trinniti in another's, fragment, monologue, real story.
add a comment

parikebi

manekenebi

sarkeebi

televizori

xmauri,

romelic ar arsebobs.

mchirdeba.

Advertisements

ნიშნები November 24, 2010

Posted by trinniti in fragment, monologue, real story.
add a comment

ეს ამბავი რუსთაველზე დაიწყო. მოვდიოდით და ვლაპარაკობდით, სინამდვილეში როგორ რთულია გაიგო. როგორ გგონია, რომ იცი და აკონტროლებ და როგორ მაინც თავისით ხდება ყველაფერი. ისე თავისით, შეიძლება სადღაც ბედისაც კი ირწმუნო ცრუმორწმუნემ.

ჩვენ ცრუმორწმუნეები არ ვიყავით. უფრო სწორად, სხვების რწმენების.

სამაგიეროდ, დღესაც გვჯერა, რომ  შეგვიძლია შევცვალოთ, როცა ეს გვინდა.

შეგვიძლია მივიდეთ და მივახალოთ, ავუხსნათ, ვუმკითხაოთ, ჩავეხუტოთ, არჩევანის წინაშე დავაყენოთ, მოვატყუოთ, მოვუსმინოთ, ვკითხოთ და სილა გავარტყათ საუბრის დაწყებისას და დასრულებისას, რის შემდეგაც მისი პასუხი იქნება ჩვენი ცოდნა,  ჩვენი ინსტრუმენტი. და ეს ცდა წყალივით კანალიზაციის მილში არ ჩაედინება.

თუმცა ჩვენ ამას თითქმის არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ არ არსებობს უტყუარი ნიშნები იმის, რომ თავს არ ვიტყუებთ. ჩვენ არ გვაქვს ნდობა.


მოგონილი ამბავი

ნიშნები, სტიგმატები უნდა გამოგვდიოდეს. ყოველი ურთიერთობისას სხეულზე უნდა გვიჩნდებოდეს რამე ახალი. ხალი,შრამი,რამე დეფექტი, რაც გაჩნდება მაშინ, როცა დავიწყებთ და დასრულებამდე არ გაქრება.

მე ბევრი ნიშანი მაქვს სხეულზე. ძნელია მათგან იპოვო შენი, რადგან არ იცი, რომელია. არ იცი სადაა, არ იცი რა ფერია. ნიშნები კი ბევრია,ყველგანაა. ისინი სულ ჩნდებიან და ქრებიან, ერთმანეთის ადგილას ამოდიან. შეიძლება შენი უკვე წაიშალა. შეიძლება არც არასდროს გაჩენილა. შეიძლება არც არასდროს გიძებნია.

მე ვიცი ჩემი ნიშნები და ეს შეიძლება ერთადერთია, რაც ვიცი. ისინი შეიძლება ყველამ დაინახოს.

აი, ეს ნიშანი ხელზე მინდა რომ გაქრეს. მთელი წელია ველოდები, როდის აღარ დამხვდება იქ, სადაც ერთი წელია არის. რაღაცეები მიცდია – მალამოები, შელოცვები, კატის ბეწვები, მგლის კბილები, ბატის ფრთები, სავსე მთვარეები. უშედეგოდ.

მიცდია დამემალა, დამიმალია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ის უცხო იყო ჩემთვის.

გამომიჩენია კიდეც! მომიტანია და მინახებია, იმ იმედით, რომ გაქრებოდა. არ გამქრალა და დღემდე ვფიქრობ, შენ მას განგებ აარიდე თვალი, რომ საკუთარი ხალი დაგემალა. არ ვიცი. შენ სულ გრძელსახელოებიანი მაისურებით დადიხარ.

რა თქმა უნდა, ინოვატორი კომპანიები საგრძნობლად მომრავლდა. ღამე ქალაქი განათებული აპლიკაციებითაა გადატენილი – წითელი ციმციმა შუქი მწვანე ფონზე – ,,სამოთხე – მოიშორე ცრემლი”, ან ,,დაივიწყე – ისიამოვნე”, ან ,,ჰარმონია – გათავისუფლდი” და უამრავი სხვა ვულგარული სალონი უმტკივნეულოდ  გთავაზობენ ნიშნების მოშორებას, რაღაც ახალი,ინდური გამაყუჩებლებით.

მე არც ერთგან არ ვყოფილვარ. მენანება მოუცილებელი ნიშნები.

ის ნიშნებიც მენანება, რომელიც თავისით ქრება და ჩემი სხეული გზას და ფორმებს კარგავს.

სულ სხვა საქმეა ის ხალი, სახეზე რომ შეგამჩნიე. ზედ შუბლზე, წარბის ზემოთ, ოდნავ შესამჩნევი ნიშანი გაგიჩნდა. შეიძლება, დიდი ხანია იქაა, მაგრამ მე გუშინწინ შევნიშნე, როცა შენ ორივე ხელი გქონდა დაკავებული და ქუდის გასწორება მთხოვე. შენ შეგრცხვა, მე – გამიხარდა, რადგან ვიცი, რომ ნიკაპზე ნაიარები მეც აშკარად მემჩნევა.

მნიშვნელობა არ აქვს რამხელა და რა ფორმისაა  ნიშნები, რადგან ჩვენ ერთმანეთის შესახებ ვიცით. მე ვხედავ ყველა ნიშანს შენს სხეულზე და მნიშვნელობა არ აქვს რას ნიშნავს ისინი. მეც შიშველი ვარ და არა იდეალური.

ახლა შეგვიძლია დაუსრულებლად ვსვათ ეს გაციებული ჩაი.

არასოდეს დაგვჭირდება ერთმანეთის ბავშვობის ფოტოალბომების დათვალიერება, მეგობრების გაცნობა, ანეკდოტების მოგონება, გაზეთების კითხვა, მოყოლა, როგორ გავატარეთ დღე, როგორი იყო ჩვენი პირველი სიყვარული, რომელია პირველი მოგონება, როდის ვბრაზდებით და როგორები ვართ ამ დროს, არ მოგვიწევს საყვარელი საჭმლის აღწერა და თამაშების მოგონება. ჩვენ არ დაგვჭირდება დამალობანა. ჩვენ არ დაგვჭირდება საუბარი.

და როცა ჩვენი სახიდან ჩვენივე დეფექტები სადღაც გაქრება, ჩვენ ამას დავინახავთ და მაშინღა ავლაპარაკდებით.


ნამდვილი ამბავი

მეგობართან ავედი. რატომღაც ძალიან მძაფრად მახსოვს ის დღე. მის საწოლზე ვიწექი და მასაჟს მიკეთებდა.

– და ერთმანეთის შესახებ ყველაფერი რომ ვიცოდეთ? ზუსტად რომ ვიცოდე რას ნიშნავს შენი საქციელი და სიტყვები? ზუსტად რომ ვიცოდე რას გულისხმობ?

ცოტა ვილაპარაკეთ. დავუშვით, რომ ასე შეიძლება ძალიან უინტერესო გამხდარიყო ურთიერთობები. და რომ რეალურად, ზუსტადაც  სულ იმას ვცდილობთ, რომ გავარკვიოთ რა რას ნიშნავს. და რომ ალბათ ამის გამო მოვიგონეთ, რომ გოგოს თუ ყვავილებს მიართმევ, ესეიგი მას სერიოზულად აღიქვამ – ეს მესიჯია, რომელსაც გოგო ზუსტად ასევე კითხულობს.

ბიჭი შეიძლება სულაც არ იყოს გულწრფელი. არც გოგო.

არც სხვა ბიჭები და გოგოები.


უკეთესია ნიშნები – სახეზე.

უკეთესია ნდობა.

three November 23, 2010

Posted by trinniti in fragment, monologue, real story.
add a comment

When you tell what u need, are u questioning my honestly more?
I do.

I damn.

წყალსაც წაუღია November 20, 2010

Posted by trinniti in fragment, monologue, real story.
add a comment

არ გაატანო წყალს სევდა.

ტყეში, ცივ, სწრაფ მდინარესთან,

რუსთან,

წყაროსთან,

როცა იქნები მარტო, და მძიმე.

როცა იქნები მარტო და ამით მძიმე,

როცა იქნები მძიმე და ამით მარტო,

არ გაატანო წყალს სევდა.


ღამე და სიჩუმე, მგლები და ძაღლები,

როცა ღამის პეპლები უახლოეს ნათურებს მიაწყდებიან,

შენ არ გაატანო წყალს სევდა.


არ ამოიღო წიგნებში სანიშნეებად

და გასაშრობად ჩატანებული სევდა

და წყალს არ გაატანო.


ბავშვობის სახლში,

ბავშვობის თოჯინებს არ გახადო ტანსაცმელი

და წყალს არ გაატანო.


არ გაატანო წყალს სევდა განთიადისას,

არც ყვავების ხმა, არც ცოცხის ხმა და არც პირიდან გამოსული ორთქლი.

წყალს არ გაატანო პირველი და ბოლო,

არც უკანასკნელი გაატანო.

ძველი ტანსაცმელი,

ძველი საჩუქრები,

ძველი საათები,

კედლის სურათები,

ცარიელი მაცივარი,

მეგობარი ძაღლი,

ან კატა,

ან თევზი,

ყავის ბოლო ყლუპი

წყალს არ გაატანო.


წყალს არ გაატანო უძილობა

და ქუჩის ძაღლები,

ყდები, ჩრდილები, გასაფერადებლები,

წყლები,

წყალს არ გაატანო სევდა.


არ ჩაკეტო ყუთში და წყალს არ გაატანო.

არ გააკეთო ქაღალდის ნავი,

არ გახვიდე ხიდზე და არ გადააგდო,

არ მოაბა ქვა, რომ ჩაიძიროს,

არ მოაბა თევზს კუდზე,

არ მოაჭიდო ხავსს,

არ მიუგდო მორიელს

და არ გაატანო წყალს სევდა –

პირველივე წვიმისას უკან დაგიბრუნდება.


სევდა შეუშვირე მზეს.

Plateforme by michael welbeck November 14, 2010

Posted by trinniti in fragment.
add a comment

,,- აი, ეს არის შენში საოცარი: სხვისთის სიამოვნების მინიჭება გიყვარს. საკუთარი სხეულის დათმობა, სიამოვნების უანგაროდ გაღება – აი, რა აღარ შეუძლიათ ევროპელებს. ისინი გადაცემას, ჩუქებას, გადაეჩვივნენ. რაც არ უნდა ეცადონ, სექსს ბუნებრივად ვეღარ აღიქვამენ. მათ არა მხოლოდ საკუთარი სხეულების რცხვენიათ, რომლებიც პოსნოსტანდარტებს არ შეესაბამება, არამედ, ამავე მიზეზით, სხვისი სხეულიც აღარ იზიდავთ. შეუჩლებელია სექსის დროს საკუთარი თავი ნაწოლობრივ მაინც არ დათმო, თუმდაც დროებით არ აღიარო, რომ გარკვეულწილად სხვაზე დამოკიდებული და სუსტი ხარ. სიყვარულის განცდასა და სექსუალურ ლტოლვას ერთი სათავე აქვს : ორივე საკუთარი თავის დავიწყებისას იბადება. თუ თავი არ დაკარგე, უბრალოდ ვერაფერს გაატყობ. ჩვენ ცივები, რაციონალურები გავხდით, ინდივიდუალურობამ და საკუთარმა უფლებებმა მეტისმეტად გაგვიტაცა. მუდამ იმას ვცდილობთ, რომ დათმობასა და სხვაზე დამოკიდებულებას გავექცეთ. გარდა ამისა, ჯანმრთელობასა და ჰიგიენაზე ზრუნვაც დავიჩემეთ: ეს კი სექსს დიდად ხელს არ უწყობს. ამგვარ ვითარებაში დასავლეთში სექსის პროფესიონალიზაცია სრულიად გარდაუვალი გახდა. ცხადია, სადო–მახოზისმიც არსებობს. ეს გონისმიერი საუფლოა, მკაფიოდ განსაზღვრული ზუსტი წესებითა და კანონებით. მახოზისტებს მხოლოდ საკუთარი შეგრძნებები აინტერესებთ, იმის შეტყობა უნდათ, სადამდე აიტანენ ტკივილს – ეს ყველაფერი რაღაცით ექსტრემალურ სპორტსაც კი წააგავს.

– აჰა, გამიღიმა მან, – მოდი, მაინც გავაგრძელებ და მოგწოვ, კარგი?

ბალიშზე გადავწექი და მთლიანად მას მივენდე. ბუნდოვნად ვხვდებოდი, რომ რაღაც დიდი აღმოჩენის სათავესთან ვიდექი”

 

Plateforme by michael welbeck