jump to navigation

September 6, 2011

Posted by trinniti in Uncategorized.
1 comment so far

ჩამომართვით ხელი – ეს ხელი ჩემი  არაა.

ეს თქვენი ხელია – თქვენი კონსტრუირებული – თქვენი გემოვნებით,

თქვენი ძვლით და თქვენი ხორცით.

ვისაც საუზმედ გიყვართ კვერცხი,

საღამოს კი ცხარე სოუზთან მსუბუქად ტკბილი წვენი.

ტანსაცმელი,

რომელიც მე მაცვია კარის მკერავის შეკრეილია  კამბოჯაში

და წუნს ვერაფრით დასდებთ.

როცა თვალს შეავლებთ,

მერე თვალებში მიყურებთ,

რომელიც ჩემი არაა.

ეს თვალები საერო მღვდლებმა ჩამოადნეს დედაჩემის და მამაჩემის თვალებში

და დღეს მათში ცოტ–ცოტა ყველაფერი შეგიძლიათ დაინახოთ –

– ევადან ადამამდე.

მელაპარაკეთ და მისმინეთ, ეს პირი მაინც არაა ჩემი.

მკოცნეთ, მეფერეთ, სიამოვნება მიანიჭეთ საკუთარ ენას, რომელიც

თქვენიც არაა და არც ჩემი .

შემიკვეცეთ და ჩამომაკვეთეთ ფეხები –

ისინი მაინც უძრავად დგანან,

რადგან ზედ უამრავი მე ვკიდივარ და მე ვეღარ ვიგებ, რომელი მიდის და რომელს მიათრევს.

გამაჩენინეთ იმდენი შვილი, რამდენიც შეგიძლიათ

და იმდენჯერ გამრავლდით, რამდენიც შემიძლია,

რადგან დასარგველია ხეები და ტყე ერთიანად უნდა დაირგას.

მომაჭერით მარჯვენა ხელი, რომ არ იცოდეს, მარცხენა რას აკეთებს, რადგან ის ალბათ ცუდ საქმეს აკეთებს და ეს მარჯვენამ არც არასოდეს იცოდა.

ჩემი მარჯვენა ხელი მარცხენას ეჯიბრება ხელის გადაწევაში და თქვენთვის სულ ერთია,

რადგან ორივე თქვენი შექმნილია .

და მე ვფიქრობ, სად არსებობთ თქვენ.

და მე გეძებთ, რათა დაგხოცოთ

და ერთი წამით არ შემეცოდება ჩემი თავი.

ოღონდ გამოდით ჟურღმულებიდან, ნაბიჭვრებო.

 

Advertisements