jump to navigation

აქ ,,შენ” ხარ შენ February 28, 2011

Posted by trinniti in Uncategorized.
trackback

მე ვარ სამყაროს ღერძი და ყველაფერი ჩემს გარშემო ბრუნავს.

მე ვქმნი ამინდს.

მე ვაღვიძებ ჩიტებს

და ვყლაპავ დრაკონებს, როდესაც ცუდ სიზმრებს ნახულობ.

მე ვდგები წყაროს თავში და ვკეტავ, როცა შენ წყურვილით კვდები.

მე მოგივლენ განსაცდელს, როცა ერთმანეთი გვიყვარს და გშორდები, როცა თაფლობის თვეს ვატარებთ.

მე მაქვს ჯადოსნური ქვები და სანამ მაგიდაზე დავყრი, ვიცი, რას მეტყვიან ისინი.

მე მყავს მოლაპარაკე ბუ, რომელსაც არასოდეს არაფერი უთქვამს.

მე ვკითხულობ დღიურებს და აღარ ვწერ მათ, რადგან ხელები ძებნით მაქვს დაკავებული.

მე შემიძლია გადაგანათო, სანამ შემოგხედავ, რადგან მე ვარ სამყაროს ცენტრი და შენ ჩემს გარშემო ტრიალებ.

ჩემი სხეული წამში 1000 გრძნობის სიჩქარით ფეთქავს და სანამ შენ გაიფიქრებ, მე ვიცი პასუხი.

მე ვქმნი ახალ ყვავილებს და ვაჭკნობ, სანამ შენ წიგნებში სანიშნეებად შეინახავ.

მე იქამდე ვიქცევი, სანამ შენ ფეხს წამოკრავ.

და იქამდე ვიხრჩობი, სანამ შენ გადაყლაპავ.

რადგან მე ვარ სამყაროს ცენტრი და შენ ჩემს გარშემო ტრიალებ.

მე ვარ წინასწარმეტყველი და ვწინასწარმეტყველებ იმას, რასაც ვქმნი.

მე ვარ უზენაესი გონი, რადგან შესამეცნებელი ჩემი შექმნილია.

მე მას ვიხსენებ

მე ის წინ მხვდება

მე ის მეჩეხება

მე ის მაბნევს

მე მას ვცნობ.

და ეს არაა აფექტის, ან გაზვიადების გამო, როგორც შენ გგონია.

უბრალოდ,

მე ვარ სამყაროს ცენტრი და შენ ჩემს გარშემო ტრიალებ.

Advertisements

Comments»

No comments yet — be the first.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: