jump to navigation

პეპლები February 13, 2011

Posted by trinniti in Uncategorized.
trackback

ჩვენ სულ რამდენიმე დღის სიცოცხლე დაგვრჩა.

პეპლებივით.

სამი დღის.

ჩვენ კიბო გვაქვს – ჩვენი თავები – და ვერასოდეს მოვიცილებთ მათ.

ჩვენ წინასწარ ვიცით, რომ დავიხოცებით და ეს ჩვენს სიკვდილს გარდაუვალს ხდის.

ჩვენ გვესიზმრება კოშმარები.

როცა გარეთ მთვარეა, ხეების ჩრდილები, ჰაერის სუსხი, ღამურების ფრთები, მოხეტიალე ცხოველები, ინსტიქტური,

როცა ჩვენი მეზობლები მთვარის შუქით ძირს დაყრილ ტოტებს ფეხს არიდებენ,

ჩვენ ლანდებად ვიშლებით.


ყოველ დილას, გაღვიძებისას, ისე ვკოცნით ერთმანეთს, რომ ერთმანეთის პირიდან ამოსულ მოწამლულ სუნს თავი ავარიდოთ. როცა პირს ვიბანთ, ჩვეინვე მოჯადოებულ თოჯინებს ვიღებთ და მობეზრებამდე ვაწვალებთ.

ჩვენ რამდენიმე დღის სიცოხლე დაგვრჩა და უხალისოდ ვღეჭავთ ერთმანეთის მომწადებულ საუზმეს.

მივდივართ კინოში, რადგან გვახსოვს, რომ ეს ალბათ კარგია და სასიამოვნო, მაგრამ დიდი ხანია, ფილმის ნახვა აღარ შეგვიძლია.

ჩვენ მალე დავიხოცებით და ერთმანეთის დასასაფლავებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

საფლავის ქავზე გარდაცვალების თარიღებს არ მივაწერთ, რომ შემთხვევით, შემდეგ ცხოვრებაში ერთმანეთს არ შევხვდეთ. ჩვენ მაშინაც მკვდრები ვიქნებით, რადგან

,,ადამიანი მაშინ კვდება, როცა მას სიკვდილს მიუსჯიან. მერე რომც შეიყწალონ, ის მაინც მკვდარია, რადგან მკვდარი იყო. ის მხოლოდ მკვდრეთით შეიძლება აღსდგეს, მაგრა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვებივით ლხენით იცხოვროს”


ჩვენ უკურნებელი სენი გვჭირს.

ჩვენ თევზები ვართ ერთ აკვარიუმში, სადაც, ერთხელად აუცილებლად გამოილევა საკვები და ჩვენ, მშივრები, ერთმანეთს დავჭამთ, ლუკმა–კუკმა, რადგან სხვა გამოსავალი არ გვექნება.

ჩვენ ბაქტერიები ვართ ერთ სივრცეში გაფანტული. და როცა პარაზიტებად ვიქცევით, ერთმანეთს წავართმევთ უკანასკნელ ენერგიას, ბოლო ელექტრონს, რომ სხვა სივრცეში გადავიდეთ.

თუმცა, იქამდე დავიხოცებით, სანამ ერთმანეთის მოკვლას მოვასწრებდეთ.

ჩვენ უკვე ვუსახსოვრეთ ერთმანეთს საპროცესიო, გადიდებული პორტრეტები.

Advertisements

Comments»

No comments yet — be the first.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: