jump to navigation

მაგია February 13, 2011

Posted by trinniti in Uncategorized.
trackback

ვფიზლდები.

თეთრ ტანსაცმელში ჩაცმულ კაცს თეფშით შეჭამანდი შემოაქვს და წინ მიდგავს. გადის.

მაიდა გრძელი და ხისაა. სადა ნაცრისფერი გადასაფარებლით. შუაში ჩირაღდანი დგას. ეს ოთახში ერთადერთი სინათლეა. სუფრასთან მარტო ვარ.

ვიბნევი.

ოთახი უშველებელი და ჭერი თვალუწვდენელია. მოპირკეთებული და მოჩუქურთმებული.

გარშემო მაღალი ფიგურებია, კედლებზე ნახატები. ოქროსფერი ოთახი გაყავისფრებულია –

სიძველით.


დანა–ჩანგალი ვერცხლის, ჭურჭელი თხელი ფაიფურის.

ჭამას ვიწყებ.

ერთი კოვზი,

ორი კოვზი,

სასაზე მედება რაღაც.

ჩემი თმაა.

კოვზით შეჭამანდს ვურევ – ჩემი თმების შეჭამანდია.


მაღალი, სქელი ხის კარი იღება და ისევ თეთრტანსაცმლიანი კაცი შემოდის. ხელში სამოვარი უჭირავს. მოდის. ჩერდება. ჭიქაში მისხავს. გადის.

ერთი ყლუპი,

ორი ყლუპი,

ყელს მიკაწრავს რაღაც.

ჭიქას ვანჟღრევ და ზედაპირზე ჩემი ფრჩხილები იწყებენ ტივტივს.


ოთახში ტკბილი და თბილი სუნი შემოდის  – თეთრტანსაცმლიან კაცს ახალგამომცხვარი კექსი უჭირავს განიერი, ბრტყელი თეფშით. ცისფრად მოხატულზე მხოლოდ ერთი ნაჭერია – ჩემთვის.

ნამცხვარს ვსინჯავ. თბილია.

ერთი ლუკმა,

ორი ლუკმა,

ერთი კუთხე,

ორი კუთხე,

ენაზე მეკრობა რაღაც.

ვიღებ. ჩემი კანია.

ვფხიზლდები.

Advertisements

Comments»

No comments yet — be the first.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: