jump to navigation

ამბავი კაცისა, რომელიც ყველას ეგონა რომ არ იყო – ავტორი ერლომ ახვლედიანი December 21, 2010

Posted by trinniti in another's.
trackback

იყო კაცი, რომელიც თავისთვის იყო და ყველას ეგონა, რომ არ იყო…

იყო ცა და მიწა.იყო ნათელი და იყო ბნელი. იყო მზედა მთვარი. იყო ვარსკვლავები.

და იყო კაცი, რომელიც თავისთვის იყო…

იცო ცისკარი და მხუზრი. იყო ჩრდილოეთი და სამხრეთი, იყო აღმოსავლეთი და დასავლეთი. იყო წამი და საუკუნე. იყო სიახლოვე და სიშორე. იყო მარჯვენა და მარცხენა.

და იყო კაცი, რომელიც ყველას ეგონა, რომ არ იყო, რადგან თავისთვის იყო.

იყო სიყვარული და სიძულვილი. იუო ერთგულება და ღალატი. იყო სასოება და სასოწარკვეთა. იყო სიმწარე და სიტკბოება. იყო სიმშვიდე და მშფოთვარება…

და იყო კაცი, რომელიც ათავისთვის იყო და ეგონა, რომ არ იყო.

იყო სამართლიანობა და უსამართლობა. იყო დაუნდობლობა და პატიება. იყო მოკლული და მკვლელი. იყო სისავსე და სიცარიელეც იყო.

და ჩვენ ყევლანი აქვე ვიყავით.

და იყო კაცი, რომელიც თავისთვის იყო და მასში შემოდიოდა ყველაფერი და ყოველი. რაც იყო და თავის კუთვნილ ადგილს იკავებდა მოკლული და მკვლელი, შეურაცხყოფილი და შეურაცხმყოფელი. ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი, ნათელი და ბნელი, სიშორე და სიახლოვე, კანონი და უკანონობა. მზე, მთვარე და ვარსკვლავები.

შემოდიოდნენ და პოულობდნენ ერთმანეთს, ესაუბრებოდნენ და ურიგდებოდნენ ერთმანეთს. და მშვიდდებოდნენ.

დაბოლოს, შემოვიდა მასში სიკვდილი და თავისი კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრა.

ის კი იყო თავისთვის.

Advertisements

Comments»

No comments yet — be the first.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: