jump to navigation

ამბავი კაცისა, თავი რომ ვერ გაიცნო – ავტორი ერლომ ახვლედიანი December 21, 2010

Posted by trinniti in another's.
trackback

კაცი იყო, თავი ვერ გაიცნო.

როცა კაცი იძინებდა, თვითონ იღვიძებდა,

როცა კაცი იღვიძებდა, თვითონ იდგა.

როცა კაცი იდგა, თვითონ იჯდა,

როცა კაცი იჯდა, თვითონ მიდიოდა,

როცა კაცი მიდიოდა, თვითონ მოდიოდა…

და მერე

როცა თვითონ ტიროდა, კაცი იცინოდა.

როცა თვითონ სიჩუმეს უსმენდა, კაცი ღიღინებდა.

როცა თვითონ სინათლისკენ მიილტვოდა, კაცი სიბნელეში შთანთქმას ლამობდა.

როცა თვითონ თავს სიმართლეს ეუბნებოდა, კაცი თავს იტყუებდა.

როცა თვითონ სინანულის განცდა ეუფლებოდა, კაცი გულს იქვავებდა…

და კვლავ

როცა თვითონ შინ იყო, მარტოდმარტო, კაცი ბრბოსთან ერთად აღმა–წაღმა დაეხეტებოდა.

როცა თვითონ შორ გზას ადგა, კაცი იქვე ახლომახლო დაბორიალობდა…

დაბოლოს, კაცი მოკვდა. თვითონ კი თავზე ადგა და დასცქეროდა მიცვალებულს, მაგრამ ვერ იცნო თავი, ოღონდ სადღაც ენახა მისი სახე.

 

Advertisements

Comments»

No comments yet — be the first.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: