jump to navigation

ბალადა December 16, 2010

Posted by trinniti in fragment, monologue, real story.
trackback

პატარა და დიდი,

მსუქანი და წვრილი,

მუქი ლურჯი, ღია,

პატარა და დიდი,


ერთმანეთში ჩაწყობილი

მომღიმარი თოჯინები.


სად ეტევა ამ დიდს მკრთალი,

ამ პატარას – მკვეთრი სხივი?

თუ ამ დიდში პატარაა,

პატარაა უფრო დიდი.


უამრავი მიზეზი აქვს

ამ პატარას სძულდეს დიდი.

დიდი ხშირად აღმოაჩენს

მუცელში ჰყავს

თურმე ჩიტი.


და ყველა დიდს ეშინია,

არ აღმოჩნდეს უცებ მცირე.

ტანი ზედ არ შემოეხეს,

თავი ზედ არ შემოატყდეს.


ჩხაკ – ყვირიან პატარები

მთავარია, არ დაიწოს.

მთავარია, ეს გაჩერდეს.

მთავარია, სხვაც დაინდოს.


თავების და სხეულების

სასაფლაო არის ირგვლივ

როცა სულ პატარა ხარ და

გინდა იყო უფრო დიდი.


ერთმანეთში ჩაწყობილი

მომღიმარი თოჯინები.

Advertisements

Comments»

No comments yet — be the first.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: