jump to navigation

წყალსაც წაუღია November 20, 2010

Posted by trinniti in fragment, monologue, real story.
trackback

არ გაატანო წყალს სევდა.

ტყეში, ცივ, სწრაფ მდინარესთან,

რუსთან,

წყაროსთან,

როცა იქნები მარტო, და მძიმე.

როცა იქნები მარტო და ამით მძიმე,

როცა იქნები მძიმე და ამით მარტო,

არ გაატანო წყალს სევდა.


ღამე და სიჩუმე, მგლები და ძაღლები,

როცა ღამის პეპლები უახლოეს ნათურებს მიაწყდებიან,

შენ არ გაატანო წყალს სევდა.


არ ამოიღო წიგნებში სანიშნეებად

და გასაშრობად ჩატანებული სევდა

და წყალს არ გაატანო.


ბავშვობის სახლში,

ბავშვობის თოჯინებს არ გახადო ტანსაცმელი

და წყალს არ გაატანო.


არ გაატანო წყალს სევდა განთიადისას,

არც ყვავების ხმა, არც ცოცხის ხმა და არც პირიდან გამოსული ორთქლი.

წყალს არ გაატანო პირველი და ბოლო,

არც უკანასკნელი გაატანო.

ძველი ტანსაცმელი,

ძველი საჩუქრები,

ძველი საათები,

კედლის სურათები,

ცარიელი მაცივარი,

მეგობარი ძაღლი,

ან კატა,

ან თევზი,

ყავის ბოლო ყლუპი

წყალს არ გაატანო.


წყალს არ გაატანო უძილობა

და ქუჩის ძაღლები,

ყდები, ჩრდილები, გასაფერადებლები,

წყლები,

წყალს არ გაატანო სევდა.


არ ჩაკეტო ყუთში და წყალს არ გაატანო.

არ გააკეთო ქაღალდის ნავი,

არ გახვიდე ხიდზე და არ გადააგდო,

არ მოაბა ქვა, რომ ჩაიძიროს,

არ მოაბა თევზს კუდზე,

არ მოაჭიდო ხავსს,

არ მიუგდო მორიელს

და არ გაატანო წყალს სევდა –

პირველივე წვიმისას უკან დაგიბრუნდება.


სევდა შეუშვირე მზეს.

Advertisements

Comments»

No comments yet — be the first.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: