jump to navigation

I can hardly remember myself October 28, 2010

Posted by trinniti in fragment, monologue, real story.
trackback

როცა მე ჭერზე ნახვრეტებს ვითვლი, შენ შეგიძლია ძილი.

ჩემი სიფხიზლე შენს სიზმრებად იქცა,

ეს ჭაღი ჩამოვა და მზის ამოსვლისას უკან დაბრუნდება.


შენ კი, მძინარე, ვერასოდეს გაიგებ, რომ ღამით ცა ჩამოიქცა, მოგონებებივით, შიშებივით, პოზებივით,ჩრდილებივით და ჩრდილების კონტურებივით, რომელთა შემდეგაც ადრე ერთხელ უკვე მეძინა ღრმად.

 

როცა სიჩუმეში ვიღაცეების ფეხის ხმა გაფანტული კუნძულებივით მესმის,

ვფიქრობ,

რამდენიმესაათიანი უძილობის შემდეგ, ჯერ კიდევ რატომ ვერ ვიპოვე ჩემს თავში ადგილი.

ალბათ ჩემში ჩემი მოცულობა სხვა მემ უკვე დაიკავა.

საწოლივით.


როცა შენ ორის პორცია ძილს ნელნელა ფრჩხილებს უშვებ,

მე ტუჩები მეხუჭება.

შენ კი შეგიძლია მშვიდად გაიღვიძო,

რადგან ჭაღი თავის ადგილას დაბრუნდება

და არ გკითხავს, როგორ შეგეძლო მშვიდად გძინებოდა, როცა მე ფანჯრიდან შემოსულ პარალელურ დროებს ვითვლიდი.

Advertisements

Comments»

No comments yet — be the first.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: