jump to navigation

გიჟი – როგორც ისინი ეძახიან November 9, 2009

Posted by trinniti in real story.
trackback

by mocoloco.comგოგოს 22-ე დაბადების დღე იყო.  წინა დღეს სტუმრად რამდენიმე თანატოლი მეგობარი გოგო დაპატიჯა, მაგრამ  დილიდან სახლთან ,,უბირჯავებდნენ” 19 წლის ძმის ძმაკაცები და ამიტომ თავიალდებულად იგრძნო, ისინიც მიეწვია სუფრაზე.  საბოლოოდ 6 საათისთვის 12 მიუჯდა სუფრას და ჭამა–სმა–სადღეგრძელოების თქმა დაიწყო. არ სვამდა მხოლოდ ერთი – გიჟი – რომელმაც თავადაც იცოდა, რომ გიჟი იყო და არაფერს ეკარებოდა, მხოლოდ ნათესავ გოგონას უშლიდა ნერვებს და ამით ერთობოდა, ეს გოგონა კი ეჩხუბებოდა ,, – თავი გამანებე, ნუ მელაპარაკები, სახლში წადი, რისთვის ამოიყვანეთო?” ბიჭები იცინოდნენ ,,– რა დღეში გაგდებსო?! ,,ბირჟაზე” საცოდავად იჯდა და წამოვიყვანეთო”.


გიჟი – 23 წლის მაღალი სიმპატიური შავგვრემანი ბიჭია. შეყვარებული არ ჰყავს. თურმე ბევრს უშლის ნერვებს თავისი დამცინავი, ირონიული კითხვებით, მთელი დღე გარეთ დაიარება მარტო. არავის არაფერს უშავებს, მისი არ ეშინიათ, არც მას ეშინია ვინმესი. კონტაქტური, მაგრამ უჭკუოა–.  ყველა იცნობს და ყველას იცნობს. უყვარს მუსიკა და ზოგჯერ ხმამაღლა მღერის ხოლმე ქუჩაში, რაც ,,ბირჟის” ბიჭებს ძალიან ახალისებს. რაც არ უნდა სთხოვო, აგისრულებს, თურმე. მარა ნერვებიც არ უნდა მოუშალო, თორე გინება იცის. მისი გინებაც სახალისოა.


თურმე 2 თვის წინ ტყეში სეირნობდა  მარტო, როგორც ყოველთვის,  ფეხი დაცდენია და ღრმა ორმოში ჩავარდნილა. ვერაფრით ამოსულა, ვერც ვერავისთვის მიუწვდენია ხმა – მობილური არ აქვს. ხალხი 3 დღის განმავლობაში ეძებდა თურმე.  ბოლოს შემთხვევით მიუგნიათ ტყეში და ამოუყვანიათ. მას შემდეგ ყველა დარწმუნდა, რომ ბიჭი ნამდვილად გიჟ ყოფილა.


როცა სუფრასთან ბიჭები მე–3 – იუბილარის მშობლების სადღეგრძელოს სვამდნენ, ის გოგოებს სიახლეებს ეკითხებოდა და თავის ნათესავზე უყვებოდა, რომელიც თურმე სადღაც საზღვარგარეთ წასულა და ძალიან მოსწონს იქაურობა.  ამ დროს ბიჭებს კიდევ ერთი ძმაკაცი შეუერთდათ, მაგრამ თავისუფალი ადგილი მხოლოდ გიჟის გვერდით იყო.  ამიტომ ერთერთმა მის გვერდით მჯდომ გოგოს უთხრა – ,,როცა ბიჭ მოდის, შეიძლება გოგო ავაყენოთ და გადასვათ სხვაგან” – გიჟის გვერდით ცარიელ ადგილზე მიუთითა. სანამ ახალმოსული ძმაკაცი ახალგათავისუფლებულ ადგილს იკავებდა, გიჟმა ხმამაღლა იკითხა: ,,– ბიჭ რატომ არ შეიძლება ავაყენოთ?” ბიჭებმა გაიცინეს და აუხსნეს ,,– შენ ვერ გაიგებო”.


როცა სუფრასთან ბიჭებ მე–9 – სიყვარულის სადღეგრძელოს სვამდნენ, გაახსენდათ, რომ იუბილარი 2 თვის წინ ეყვარებულს დაშორდა იმის გამო, რომ ბიჭი თურმე სხვებსაც ემესიჯებოდა და ,,აბავდა”. სუფრა ახმაურდა ,,– ვის აქვს იმის ნომერი?? მომეცი, უნდა დავურეკო!!! მე მაგას ვაჩვენებ სეირს!!! ჩემი ძმაკაცის დას ეგ როგორ გაუკეთა?! დროზე, მომეცით ნომერი!!!” – გიჟმა სიცილი დაიწყო და ხმას მოუმატა ,, – 2 თვის წინ მომხდარი ამბავი ახლა გაახსენდათ!!!”


იუბილარის ყოფილ შეყვარებულზე გაბრაზებულებმა ეს ვეღარ აიტანეს ,,– შენ ხმა ჩაიგდე შე ნაბი… ” მერე იჭები გარეთ გაცვივდნენ და მობილურების ტრიალი დაიწყეს. დასაწყნარებლად მიყვნენ გოგოებიც. ბოლოს დაარწმუნეს, რომ არავისთან დარეკვა არ ღირდა, რომ გასართობად იყვნენ შეკრებილები და არა საჩხუბრად, რომ დაბადების დღე იყო და პატივი უნდა ეცათ იუბილარისთვის. 10 წუთში ყველა თავისით დაბრუნდა ოთახში. გიჟი ადგა და ,,– მე სახლში ჩავალო” და კარისკენ წავიდა. სუფრა ისევ ახმაურდა: ,,მარტო როგორ წახვალ? დაიცადე და ბიჭები წაგიყვანენ! არ დაიკარგო გზაში”. გიჟმა გაიცინა – ჩემს სახლს კი ვცნობო – იცოდა, რომ გიჟი იყო. გაუშვეს.


იუბილარის დედამ გიჟის დედას დაურეკა და დარწმუნდა, რომ გიჟი მშვიდობით მივიდა სახლში და გიჟის დედამ მადლობა გადაუხადა მას, რომ მისი შვილი ცოთა ხნით და უსაფრთხოდ გაართო . ამ დროს სუფრა უკვე იშლებოდა. მთვრალი ბიჭები მადლობას იხდიდნენ და გარეთ გადიოდნენ, მხოლოდ გიჟის ნათესავი გოგო არ ჩერდებოდა ,,– ის რაღატომ ამოიყვანეთ, ჩემთვის ნერვების მოსაშლელად ხო?!”


Advertisements

Comments»

1. Tokaa - December 2, 2009

vau dzalian sainteresoa martlaaaaa… gagrdzeleba ar ekneba???

2. trinniti - December 2, 2009

madloba 🙂 am postis gagrdzeleba ar iqneba, sxvas davicyeb 😛


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: