jump to navigation

პატრიოტული ბანაკი განმუხურში August 12, 2009

Posted by trinniti in real story.
trackback

1ფრაგმენტი მოგზაურობიდან ,,ვინ ვარ მე” ( =)) )

განმუხურის პატრიოტული ბანაკის გახსნა.

7 აგვისტო, 2009

 

  

პრეზიდენტის  განმუხურში ჩასვლას პატრიოტთა ბანაკში საღამომდე ელოდნენ . ბოლოს, დაახლოებით 5 საათისთვის, ბანაკის ლიდერებმა ქვეყნის ლიდერის გარეშე გახსნეს ახალაშენებული ,,მშვიდობის და მეგობრობის ქალაქი” – სწორედ ასე ეწერა ბანაკის მოედანს.

დაუკრეს ჰიმნი,  აგვისტოში დაღუპულების ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად დაუშვეს დროშა. როცა დროშასთან ჩაცუცქულმა ტელეოპერატორმა მედროშეს დაუძახა – აწიეო, დროშა ისევ აღიმართა.

რამდენიმე ადამიანმა მოკლე სიტყვით მიმართა პატრიოტებს და გართობისკენ მოუწოდა. ბავშვები მწყობრი ნაბიჟით გაემართენ მოედნისკენ და ასევე მწყობრად დაიწყეს გუნდებად  თამაში.

  

რაზმი N16

  

  

  

  

  

 

 

ლიდერი ქალი: აბა გამოვიდეს ყველა კოტეჯიდან! 

ლიდერი კაცი: სასწრაფოდ ყველა აქეთ! ჰეი, დაუძახეთ ერთი იმას! სად მიდიხარ? მოდით ყველანი აქ, უნდა ვითამაშოთ!

ლიდერი ქალი: დავდგეთ წრეზე. შემოიწიე!  ახლა მე გავითვლი, ვინც აღმოჩნდება ბოლო, ის დაიწყებს სიტყვების თამაშს …

ლიდერი კაცი: (აწყვეტინებს) მოიცა რა! მომინდომა აქ სიტყვები, ,,ბომბა” ვითამაშოთ! წრეზე! ლიდერებს არ ვურტყავთ იცოდეთ! (იცინის)

რაზმის რამდენიმე ბავშვი თავიდან აქეთ–იქით იყურება, მერე თამაშში ერთვება.

 

3რაზმი N2

 

 

 

 

 

 

 

ბავშვები წრიულად დაწყობილ ქვებზე სხედან ლიდერებთან ერთად. უმრავლესობას სიგარეტი უჭირავს ხელში.

ლიდერი ქალი: არავინ არ ეწევა კოტეჯში. გარეთ არც ერთი ,,ბიჩოკი” არ დავინახო დაგდებული!

ლიდერი კაცი: თუ გაგაბრაზებთ ვინმე ლიდერი, მოდით ჩემთან და ერთად ,,გავუიასნოთ” (იცინის, თან ლიდერ ქალს უყურებს). სიგარეთის ,,ბიჩოკებს” ვყრით აქ – ქვების შეუაგულში ამოთხრილ ორმოზე მიუთითებს და სიგარეთს ისვრის. აგდებს.

ლიდერი კაცი ღიმილით ტრიალდება ჩემსკენ:–  თუ სურათს მიღებ, ქუდს მოვიხდი.

მას არ ვუღებდი.

 

4რაზმი N3

  

 

 

 

 

 

 

ლიდერი ქალი: მომისმინეთ, ჟურნალისტებს ინტერვიუს არავინ არ აძლევთ!

ბავშვი: რატომ?

ლიდერი კაცი: ასეა საჭირო, ვინც არ უნდა მოვიდეს, არაფერს არ ეუბნებით, მაშინვე მე მეძახით.

ლიდერი ქალი: ჰო, კიდევ ჩვენს რაზმს არ უყვარს, როცა სურათებს უღებენ….

 

ბანაკის შესასვლელ კარებთან მსუბუქი მანქანა მოვიდა, რომელსაც წინ საქართველოს დროშა ჰქონდა აკრული, შუშაზე კი ილია მეორეს სურათი. მანქანიდან რამდენიმე ბიჭი გადმოვიდა, ისინიც დროშამოხვეულები, და ბანაკის დაცვას და რამდენიმე ლიდერს მიესალმა.

მანაქანის მძღოლმა ქალმა რამდენიმე პატარა ფურცელზე დაწერილი ტელეფონის ნომერი გამოართვა ერთერთ ბიჭს: ,,– ამას მივცეთ, შიგნით დაარიგებსო” და მე მომცა – პროფესიონალი მძღოლი , სახელად  … არაჩემია,  მანქანის ტარების სწავლებას სთავაზობდა მსურველებს – მე ვარო, მანიშნა. მალევე დაუძახა ბიჭებს – წავედითო.

ბანაკის ღობესთან მდგარ ბიჭს ლიდერმა ხელი ჩამოართვა და ,,– მომავალ წელს პატრიოტად მენახეო” – უთხრა. ,,– პატრიოტობას დრო არ აქვს!” უპასუხა ბიჭმა და მანქანაში ჩაჯდა. არაჩემიამ , მანქანის დაქოქვამდე სწრაფად მითხრა, შენ უფასოდ გასწავლიო და გზაზე მტვერი დააყენა.

 

ლიდერებმა ბავშვებს მალევე დართეს ზღვაში ჩასვლის ნება და ამოსულებს ჩიფსებიც დაურიგეს.

5

Advertisements

Comments»

1. zurriuss - August 12, 2009

როგორ მინდა, ამ პოსტზე წითელი შრიფტით დავწერო კომენტარი, მერე ხელის მტევანი შუბლდათ მივიტანო, გავიჯგიმო და სესერეკას ბანაკების ჰიმნი დავაგუგუნო! :D:D:D:D….

გილოცავ, მთვარეულო, აბა შენ იცი, როგორ იაქტიურებ. ნებისმიერი თხოვნისათვის მომმართე და თუკი შევძლებ, ჰელფი ჩემზე იყოს 🙂

2. green - August 14, 2009

dzaan momacdine ra..teleponi gaskda da ar vigebdi..saxaliso iko :*


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: