jump to navigation

10 განსხვავება February 8, 2010

Posted by trinniti in ნამდვილი ამბები.
add a comment

ოთახის შუაში იდგა და თვალებდახუჭული ცეკვავდა. მის გარშემო სიგარეტის, სასმლის, ელექტრო გიტარის სუნი და რამდენიმე ბიჭი ერთმანეთში იზილებოდა, როცა დავინახე. ჰქონდა მოკლედ, მხრებამდე შეჭრილი სწორი შავი თმა და გამხდარი ტანი.

რამდენიმე წუთის მერე ვიცანი. ერთი  წლის წინ ვნახე მეგობრის სახლთან. მაშინაც ზუსტად ასე გამოიყურებოდა, ოღონდ წითელი ჟაკეტი ეცვა და წითელი პომადა ესვა. ერთმანეთს ჩავუარეთ სწორედ მაშინ, როცა მან ჯიბიდან მობილური ამოიღო და მე მის ხელზე ყვითელი საქორწინო ბეჭედი დავინახე.

მას შემდეგ, მემგონი, ზაფხულში ავტობუსშიც შემხვდა, ძალიან შორს იყო და კარგად ვერ ვხედავდი. ზუსტად ასევე ჰქონდა თმა და მწვანე თხელი შიფონის კაბა ეცვა. მის წინ ორი ბიჭი ერთმანეთს ხელიდან გლეჯდა რაღაც რვეულს, თან მწვანეკაბიანს უყურებდნენ. როცა ჩემი აიპოდი დაჯდა, ისაც ჩავიდა ისე, რომ ზუსტად ვერ გავიგე, ის იყო თუ არა.

გუშინ კი ნამდვილად ის იყო. იდგა ოთახის ცენტრში და უფრო მოძრაობდა ნელა, ვიდრე ცეკვავდა. როცა მივუალოხვდი და მან ხელები მაღლა, განათებისკენ ასწია, ამ დროს ბასისტმა დაასრულა სოლო და დავინახე, რომ არც ერთი ხელის არც ერთ თითზე არანაირი ბეჭედი აღარ ეკეთა. მის წინ რამდენიმე ბიჭი ხტუნაობით ცეკვავდა, რომ როგორმე მისი დახუჭული თვალების ყურადღება მიექცია. ის კი იყურებოდა სულ მაღლა, შავი სწორი თმა მხრებამდე შეჭრილი და გამხდარი ტანი ქჰონდა, სანამ ვხედავდი. და ალბათ მერეც.

უნივერსალური January 28, 2010

Posted by trinniti in Uncategorized.
add a comment

როცა შენ არ ფიქრობ ჩემზე,

ვწევარ ყინულზე

და გახურებული ძარღვებით

ვარსკვალვებს ვითვლი.


როცა შენ არ ფიქრობ ჩემზე,

ხარ სულაც სხვაგან

მე – ვარ მარტო.

როგორც პრომეთე,

ხელის გულში დაგროვილ ნაკვერჩხლებს

ყლაპავ.


როცა შენ არ ფიქრობ ჩემზე,

მე მხედავს ზეცა.

და მაგნიტივით კაბადონს მაკრობს.

მთვარეს მე ვიდებ როგორც ბალიშს

და ვარსვკლავების საბნით ვიფარავ

ნაჩუტყვავილარს


კომეტების ყოველ სტრიქონს

იმას ვაბარებ,

რომ მოგცენ ძილი

როცა ცაზე ღამურებს ვითვლი

და არ ხარ თავში.

პუნქტუაციის გარეშე January 16, 2010

Posted by trinniti in მონოლოგი.
2 comments

მოგისმენ

ან ვილაპარაკებ

დაგიწვები

და დაგიწვენ

გაგიმზადებ აბაზანას

ხალათს

საჭმელს

გაგილღობ საბანს

შემოგხედავ

როცა გამიცინებ

ჩემს ღიმილზე საპასუხოდ

და ამ წამს დარჩები

არ მოგიყვები რას ვაკეთებ

და რა არ გამიკეთებია

რას ვფიქრობდი მაშინ

რაზე არ ვიფიქრებ

არ მოვალ შენთან საცხოვრებლად

და საბანაოდ

თმებს გავიშრობ გარეთ

წვიმაში

როცა  შენ იქნები მუნჯი

და მე სილაში

ღრმად ჩავფლავ ფეხებს

შენს უკვე ნათქვამ

და არგაჟღერებულ სიტყვებს

დავიხვევ ყელზე

დავაკლონებ და

დავითრობი

რომ არ თქვა სხვა რამ

და რიგრიგობით

ვაჭმევ ბეღურებს

ვახშმად

არ მინდა შენი არც ერთი თხოვნა

რადგან არასდროს იქნები ერთი

და მე ყოველთვის

სხვისი

და სხვაგან

შორიდან გესვრი

ფერად ნაჭუჭებს

რომ შემთხვევებით

იყოს ცხოვრება

ჩემი და მისი

სულ ცოტა გუშინ

სულ ცოტა ხვალე

და ახლა ბევრი

SELF-PORTRAIT by Andrei Voznesensky January 12, 2010

Posted by trinniti in სხვისი.
add a comment

Unshaven and thin, with an angular face
He’s lain on my mattress
for several days.
A cast-iron shadow hangs down the stair,
the lips, huge and bulging, smuggle and flare.

“Hello, Russian poets, — his voice sounds wistful –
shall I give you a razor or, maybe, a pistol?
Are you a genius? Disdain all this chaos…
Or, p’rhaps, you will say your confessional prayers?
Or take a newspaper, clip out a bar
and roll self-reproach like you roll a cigar?”

Why is he cuddling you when I’m there?
Why is he trying my scarf on? How dare?
He’s squinting at my cigarettes… Oh yes!

Keep off me! Keep off!
SOS! SOS!

© Copyright Alec Vagapov’s translation

THE ANTIWORLDS by Andrei Voznesensky January 12, 2010

Posted by trinniti in სხვისი.
add a comment
There is Bukashkin, our neighbor,
in underpants of blotting paper,
and, like balloons, the Antiworlds
hang up above him in the vaults.

Up there, like a magic daemon,
he smartly rules the Universe,
Antibukashkin lies there giving
Lollobrigida a caress.

The Anti-great-academician
has got a blotting paper vision.

Long live creative Antiworlds,
great fantasy amidst daft words!
There are wise men and stupid peasants,
there are no trees without deserts.

There’re Antimen and Antilorries,
Antimachines in woods and forests.
There’s salt of earth, and there’s a fake.
A falcon dies without a snake.

I like my dear critics best.
The greatest of them beats the rest
for on his shoulders there’s no head,
he’s got an Antihead instead.

At night I sleep with windows open
and hear the rings of falling stars,
From up above skyscrapers drop and,
like stalactites, look down on us.

High up above me upside down,
stuck like a fork into the ground,
my nice light-hearted butterfly,
my Antiworld, is getting by.

I wonder if it’s wrong or right
that Antiworlds should date at night.
Why should they sit there side by side
watching TV all through the night?
They do not understand a word.
It’s their last date in this world.
They sit and chat for hours, and
they will regret it in the end!
The two have burning ears and eyes,
resembling purple butterflies…

…A lecturer once said to me:
“An Antiworld? It’s loonacy!”

I’m half asleep, and I would sooner
believe than doubt the man’s word…
My green-eyed kitty, like a tuner,
receives the signals of the world.

© Copyright Alec Vagapov’s translation

….. January 12, 2010

Posted by trinniti in ნაწყვეტი.
add a comment

მე ვარ – ოჯახი. და როგორც სპექტრში

შვიდი სხვადასხვა მე ცხოვრობს ჩემში

და ბობოქრობენ როგორც მხეცები,

ცის ფერი უსტვენს სალამურზე

და მესიზმრება გაზაფხულზე,

რომ მე მერვე ვარ

ნაწყვეტი  ანდრეი  ვოზნესენსკის  ლექსიდან
ნაწყვეტი  წიგნიდან  ,,ოჯახი” –  საბჭოთა   საცდელი  სახელმძღვანელო  თ.აფანასიევა, 1988

60 January 11, 2010

Posted by trinniti in ნამდვილი ამბები.
add a comment

ქალი, რომელიც ამ ამბის მთავარი ქალია, დარწმუნებული ვარ, კვირაში ერთხელ მაინც ხვდება ყველას, ვინც თბილისში ცხოვრობს.  ქალაქის ერთ–ერთ ყველაზე საქმიან, ,,საქმიან” და ხალმხმრავალ ადგილას ყოველ დღე დგას და ბუშტებს ყიდის.

I

დილას ძალიან წვრილად, მაგრამ ინტენსიურად წვიმდა. მაგრამ ისეც არა, რომ ქოლგა წამეღო თან. 30 წუთში იმ ქუჩის მომდევნო ქუჩაზე, სადაც ქალი ბუშტებით დგას ხოლმე, აბსოლუტურად სველი მივედი. რაღაც დოკუმენტები/საბუთები, რომელიც უნდა მიმეტანა, ჩანთაში საგულდაგულოდ ჩავკუჭე, რომ არ დასველებულიყო და ფილაქანმიშტერებულმა ავუხვიე ქუჩაზე.  მაღალი შენობის სახურავის ქვეშ მეტი სიმშრალე იყო, ზუსტად იქ, სადაც ქალი იდგა და თავს სანახევროდ აფარებდა წვიმას. იმის გამო, რომ ჯერ კიდევ დილა იყო და ცოტა მანქანა დადიოდა, გარკვევით გავიგე წვიმის ხმა დასკდომამდე დაბერილ ბუშტებზე.

შენობის კიდეს გავუყევი, როცა მომეჩვენა, რომ ქალმა რაღაც მითხრა. გავჩერდი და მივტრიალდი. ხელში ქაღალდის ლარიანი ეჭირა:

,,– თუ იქით გადადიხარ, იქნებ საცხობში რამე მიყიდო, ძალიან წვიმს და ისედაც ავად რომ არ ვიყო, არ შეგაწუხებდით”.

როცა ქუჩაზე უკან გადმოვდიოდი და ხელში ცხელი ღვეზელი მეჭირა, ქალი ისევ ისე იდგა და მიწაზე ფეხებს აბაკუნებდა – გათბობისთვის.

,,– მადლობა, გაიხარე! ბოდიშს გიხდით, შეგაწუხეთ. … გოგონი! ( მივიხედე) ბუშტებს ხომ არ იყიდით? კაი გენაცვალე”

საბუთები უვნებლად და უბუშტებოდ მივიტანე.

II

შუადღესაც ისევ ისე წვრილად და გაუჩერებლად წვიმდა. ვიდექი და მეგობარს ველოდებოდი, რომლის დაგვიანებაც სრულიად უადგილო იყო ასეთ ამინდში. შენობაში გადავწყვიტე შესვლა. როცა მეგობარი მოვიდა, კიდე დიდხანს შევრჩით შიგნით. გარეთ რომ გამოვედით,  შესასვლელ კარებთან, სახურავის ქვეშ დაგხვდა ქალი.

,,უთხარი, რომ ყველაზე სიმპატიური უცხოელია, ვინც კი მინახავს! და ბუშტები გიყიდოს”– მთხოვა.

ვიცინეთ, მადლობაც ვთარგმნე უკან და უბუშტებოდ გავაგრძელეთ გზა.

III

საღამოსაც ისევ ისე წვრილად და უკვე გამაღიზიანებლად წვიმდა, როცა კიდევ ერთხელ მომიწია იმ ადგილას გავლა. ქუჩაში ცოტა ხალხი იყო, ყველა ქოლგით. სწრაფი ნაბიჯით წავედი გაჩერებისკენ, როცა ბუშტებიან ქალს მოვკარი თვალი. მზესუმზირის პარკშემოხვეულ გამყიდველთან ერთად ძალიან ნელი ნაბიჯით მიდიოდა და საუბრობდა. ჩასაცმელი სისველისგან უფრო მუქი ეცვა, ვიდრე დილას. ბუშტები მაღლა ჰქონდა აწეული და ერთი ხელიდან მეორეში გადაჰქონდა, აწყობდა. შეჩერდა, ოდნავ ჩამორჩენილ გამყიდველს გახედა და ღიმილით:

,,– დღეს ჩემი დაბადების დღეა!

– მართლა?

– 60 ის გავხდი :)

–  ….  გილოცავ!

:)

ერთმანეთის გვერდიგვერდ ნელი ნაბიჯით გააგრძელეს გზა. ფერადი და სველი ბუშტები თავებს ზემოთ, ოდნავ მაღლა წაყვათ.

ჩემი ავტობუსი ზუსტად ამ დროს მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ 10–ის მერე ძალიან იშვიათად და ზოგჯერ აღარც კი დადიან.

ASJA BOROŠ–ის ნახატი

გიჟი – როგორც ისინი ეძახიან November 9, 2009

Posted by trinniti in ნამდვილი ამბები.
2 comments

by mocoloco.comგოგოს 22-ე დაბადების დღე იყო.  წინა დღეს სტუმრად რამდენიმე თანატოლი მეგობარი გოგო დაპატიჯა, მაგრამ  დილიდან სახლთან ,,უბირჯავებდნენ” 19 წლის ძმის ძმაკაცები და ამიტომ თავიალდებულად იგრძნო, ისინიც მიეწვია სუფრაზე.  საბოლოოდ 6 საათისთვის 12 მიუჯდა სუფრას და ჭამა–სმა–სადღეგრძელოების თქმა დაიწყო. არ სვამდა მხოლოდ ერთი – გიჟი – რომელმაც თავადაც იცოდა, რომ გიჟი იყო და არაფერს ეკარებოდა, მხოლოდ ნათესავ გოგონას უშლიდა ნერვებს და ამით ერთობოდა, ეს გოგონა კი ეჩხუბებოდა ,, – თავი გამანებე, ნუ მელაპარაკები, სახლში წადი, რისთვის ამოიყვანეთო?” ბიჭები იცინოდნენ ,,– რა დღეში გაგდებსო?! ,,ბირჟაზე” საცოდავად იჯდა და წამოვიყვანეთო”.


გიჟი – 23 წლის მაღალი სიმპატიური შავგვრემანი ბიჭია. შეყვარებული არ ჰყავს. თურმე ბევრს უშლის ნერვებს თავისი დამცინავი, ირონიული კითხვებით, მთელი დღე გარეთ დაიარება მარტო. არავის არაფერს უშავებს, მისი არ ეშინიათ, არც მას ეშინია ვინმესი. კონტაქტური, მაგრამ უჭკუოა–.  ყველა იცნობს და ყველას იცნობს. უყვარს მუსიკა და ზოგჯერ ხმამაღლა მღერის ხოლმე ქუჩაში, რაც ,,ბირჟის” ბიჭებს ძალიან ახალისებს. რაც არ უნდა სთხოვო, აგისრულებს, თურმე. მარა ნერვებიც არ უნდა მოუშალო, თორე გინება იცის. მისი გინებაც სახალისოა.


თურმე 2 თვის წინ ტყეში სეირნობდა  მარტო, როგორც ყოველთვის,  ფეხი დაცდენია და ღრმა ორმოში ჩავარდნილა. ვერაფრით ამოსულა, ვერც ვერავისთვის მიუწვდენია ხმა – მობილური არ აქვს. ხალხი 3 დღის განმავლობაში ეძებდა თურმე.  ბოლოს შემთხვევით მიუგნიათ ტყეში და ამოუყვანიათ. მას შემდეგ ყველა დარწმუნდა, რომ ბიჭი ნამდვილად გიჟ ყოფილა.


როცა სუფრასთან ბიჭები მე–3 – იუბილარის მშობლების სადღეგრძელოს სვამდნენ, ის გოგოებს სიახლეებს ეკითხებოდა და თავის ნათესავზე უყვებოდა, რომელიც თურმე სადღაც საზღვარგარეთ წასულა და ძალიან მოსწონს იქაურობა.  ამ დროს ბიჭებს კიდევ ერთი ძმაკაცი შეუერთდათ, მაგრამ თავისუფალი ადგილი მხოლოდ გიჟის გვერდით იყო.  ამიტომ ერთერთმა მის გვერდით მჯდომ გოგოს უთხრა – ,,როცა ბიჭ მოდის, შეიძლება გოგო ავაყენოთ და გადასვათ სხვაგან” – გიჟის გვერდით ცარიელ ადგილზე მიუთითა. სანამ ახალმოსული ძმაკაცი ახალგათავისუფლებულ ადგილს იკავებდა, გიჟმა ხმამაღლა იკითხა: ,,– ბიჭ რატომ არ შეიძლება ავაყენოთ?” ბიჭებმა გაიცინეს და აუხსნეს ,,– შენ ვერ გაიგებო”.


როცა სუფრასთან ბიჭებ მე–9 – სიყვარულის სადღეგრძელოს სვამდნენ, გაახსენდათ, რომ იუბილარი 2 თვის წინ ეყვარებულს დაშორდა იმის გამო, რომ ბიჭი თურმე სხვებსაც ემესიჯებოდა და ,,აბავდა”. სუფრა ახმაურდა ,,– ვის აქვს იმის ნომერი?? მომეცი, უნდა დავურეკო!!! მე მაგას ვაჩვენებ სეირს!!! ჩემი ძმაკაცის დას ეგ როგორ გაუკეთა?! დროზე, მომეცით ნომერი!!!” – გიჟმა სიცილი დაიწყო და ხმას მოუმატა ,, – 2 თვის წინ მომხდარი ამბავი ახლა გაახსენდათ!!!”


იუბილარის ყოფილ შეყვარებულზე გაბრაზებულებმა ეს ვეღარ აიტანეს ,,– შენ ხმა ჩაიგდე შე ნაბი… ” მერე იჭები გარეთ გაცვივდნენ და მობილურების ტრიალი დაიწყეს. დასაწყნარებლად მიყვნენ გოგოებიც. ბოლოს დაარწმუნეს, რომ არავისთან დარეკვა არ ღირდა, რომ გასართობად იყვნენ შეკრებილები და არა საჩხუბრად, რომ დაბადების დღე იყო და პატივი უნდა ეცათ იუბილარისთვის. 10 წუთში ყველა თავისით დაბრუნდა ოთახში. გიჟი ადგა და ,,– მე სახლში ჩავალო” და კარისკენ წავიდა. სუფრა ისევ ახმაურდა: ,,მარტო როგორ წახვალ? დაიცადე და ბიჭები წაგიყვანენ! არ დაიკარგო გზაში”. გიჟმა გაიცინა – ჩემს სახლს კი ვცნობო – იცოდა, რომ გიჟი იყო. გაუშვეს.


იუბილარის დედამ გიჟის დედას დაურეკა და დარწმუნდა, რომ გიჟი მშვიდობით მივიდა სახლში და გიჟის დედამ მადლობა გადაუხადა მას, რომ მისი შვილი ცოთა ხნით და უსაფრთხოდ გაართო . ამ დროს სუფრა უკვე იშლებოდა. მთვრალი ბიჭები მადლობას იხდიდნენ და გარეთ გადიოდნენ, მხოლოდ გიჟის ნათესავი გოგო არ ჩერდებოდა ,,– ის რაღატომ ამოიყვანეთ, ჩემთვის ნერვების მოსაშლელად ხო?!”


მოხუცი ქალი ქუჩაში October 14, 2009

Posted by trinniti in ნამდვილი ამბები.
1 comment so far

მე: 20 წლის ვარ. ზაფხულის ზოლიანი გრძელი მაისური მაცვია, ნაჭრის შარვალი და კეტები. მზე ანათებს – 20 გრადუსამდე იქნება. მსიამოვნებს  სითბო დააუღელვებლად ველოდები მეგობარს, რომელიც ალბათ წამი–წამზე მოვა – ფალიაშვილზე პოპულისთან ვდგავარ მზეში და ქუჩას გავყურებ – უამრავი ადამიანი მიდის და მოდის.

ის:  65 წლამდე იქნება. ზამთრის გახუნებული ცისფერი დუტის გრძელი ქურთუკი აცვია,  სქელი ნაჭრის შარვალი და ჩექმები. თავზე ნაქსოვი თეთრი შარფი აქვს მოხვეული –  ნიკაპთან მაგრად შეკრული. ფალიაშვილზე პოლულისთან ქუჩაში გზაჯვარედინთან დგას. როცა შუქნიშანზე წითელი აინთება და მანქანები ჩერდებიან, მძღოლებს ხურდას სთხოვს.

ყვითელი, მწვანე – მოხუცი ქალი ქუჩაზე მარტოcrossroad_flash რჩება. ტროტუართან დგას და ტროტუარზე მდგარ მაღალ, შავ კოსტუმში ჩაცმულ კაცს ელაპარაკება. არ მესმის, რაზე საუბრობს – ქუჩის მეორე მხარეს ტროტუარზე ვდგავარ.  კაცი ჯერ პასუხობს, მერე ცაში იყურება. მე ვუყურებ. ჩემსკენ ტრიალდება, მოდის, ორი მეტრის დისტანციით ჩერდება და რუსულად იწყებს საუბარს:

– მეჩხუბება, თითქოს  ვინმეს წარმოადგენდეს.  ამ ზაფხულს სამჯერ დამესხნენ თავს – ერთხელ მძროლმა ხელი გადმოყო და მკლავი გადამიგრიხა! მეორედ მრგვალ ბაღთან, აქვე, ზემოთ რომ ბაღია, ხომ იცი? მანდ ვიღაც დაცვა დამესხა თავს! ხელში ჩანთა და საბუთები და ჩემი ქალიშვილის სურათები მქონდა. დამაყრევინა ძირს! და ამ ყველაფერს უყურებდა – ხელს ქუჩის მეორე მხარეს ტროტუარზე მდგარი კოსტუმიანი მაღალი კაცისკენ იშვერს – ყველამ დაინახა! ხმა არავის ამოუღია! ასე ექცევიან ადამიანებს! მოდიან, თავს მესხმიან, ესენი დგანან ჩუმად! თუ ჰგონიათ, რომ შეუძლიათ მარტო იმიტომ მომექცნენ ასე, რომ რუსი ვარ? კი, ჩემი მეორე სამშობლო რუსეთია! ერთხელაც არ გამოუძახეს პოლიციას!

ჯიბიდან მობილური ამომივარდა. მოხუცმა ქალმა ,,ოი!’ წამოიძახა და მობილურისკენ დაიხარა. მე დავასწარი.

– როცა დავიბადე, უკვე იყო ლაპარაკი საბჭოთა კავშირის დაშლაზე. ხომ გახსოვს საბჭოთა კავშირი? – ღიმილით მეკითხება. აააა, არ გეხსომება!  – ისევ მიღიმის. დიდხანს ვცხოვრობდი რუსეთში, მარა შენ არ გეცოდინება, გაგიმართლა. ახლა კიდე ესენი – ხელს ქუჩის მეორე მხარეს ტროტუარზე ზუსტად ისევე მდგარი კოსტუმიანი მაღალი კაცისკენ იშვერს – მიყვირიან და მეჩხუბებიან!

ჩემი მეგობარი მოვიდა. 23 წლისაა.  საშემოდგომო ლურჯი პიჯაკი, ნაჭრის შარვალი და საშემოდგომო ფეხსაცმელი აცვია.

მოხუცი ქალის ბოლო სიტყვები აღარ მესმის – ჩემგან ზურგით ტრიალდება და თავისთვის ლაპარაკით აგრძელებს ქუჩას შუქნიშნისკენ.

მე და ჩემი მეგობარი 10 წუთში მრგვალ ბაღში ახალ სკამზე ვსხედვართ და ვლაპარაკობთ, რა კარგი იქნებოდა ოფისები პირდაპირ ბაღებში იყოს გახსნილი.

მე – ხათუნა :D August 13, 2009

Posted by trinniti in მონოლოგი.
7 comments

renting-main_Fullხათუნა იმიტომ, რომ ასე ერქვა ჩემს ბოლო ,,ხაზეიკას” (საშინლად გამაღიზიანებელი ქალი იყო.) ამ პოსტში კი მოგითხრობთ დღეს, პირველად, როგორ გავხდი ,,ხაზეიკა”

 

 

 

 

 

 

პროლოგი

სახლში მარტოები ვიყავით მე და ,,მეგობარი” (შემდეგში ,,მაკლერი”) და ვსაუბრობდით, როცა ამ მეგობარს თავისმა მეგობარმა დაუმესიჯა და სთხოვა, თბილისში ვარ და იქნებ სადმე იაფად მიშოვო ღამის გასათევიო. ის მეგობრის მეგობარი ფრანგია და ძმასთან ერთად (შემდგომში ,,სიმპატიურთან”) ეწვია საქართველოს ვარძიის (!) სანახავად.

თავიდან ვუთხარი – კარვებში მოუწევთ დაძინება მეთქი, მაგრამ ამ დროს … გამახსენდა ჩემი დაკეთილი სახლი,რომელსაც, როგორც წესი, ვაქირავებთ ხოლმე (ძალიან ახლოსაა ჩემს სახლთან და მარტო გადასვლას აზრი არ აქვს) და ფულის შოვნის იდეამ კარგ ხასიათზე დამაყენა…

 

კვანძის შეკვრა

მე მაშინვე ,,კარგი კლიენტის არდაკარგვის” ხასიათზე დავდექი:)) შევხვდი მარის და პეტერს ( შემდგომში ,,მდგმურებს”), ავიყვანე სახლში, ვაჩვენე Comfortable Beds, Clean Bath-room, Working  TV და Great view. სახლი მოეწონათ – Perfect-ო და გასაღები დავუტოვე.

 

კვანძის გახსნა

ამ პროცესში კი გამოვცადე ,,ხაზეიკობა”. ახლა მოგიყვებით, როგორ მუშაობს კერძო, კუსტარული ბიზნესი და რას ფიქრობენ ხაზეიკები:

სანამ ბინას გააქირავებს

1) ხაზეიკისთვის უცხოა მიდგომა – ცოტა ფული აქვს, საბრალო… :ცრემლი:

2) ხაზეიკი თავს იიმედებს – ამაზე ნაკლებად სად რა უნდა იშოვოს?

3) ხაზეიკს ეშინია – რომ არ მოეწონოთ?

4)ხაზეიკი ფიქრობს – შუშებს ხომ არ ჩალეწავენ?

მას შემდეგ, რაც ბინას გააქირავებს

1) ხაზეიკი ნანობს – ეს მეტსაც გადაიხდიდა

 :D :D :D

 

ეპილოგი 

მაინც არ მოვინდომე (ფატმან–)ხათუნობა, რამდენიმე გასართობი(თუ რაც ქვია…) ადგილი ვურჩიე და წამოვედით მე და მაკლერი. მოგვიანებით მივწერე, ზღვაა ისე ახლოს, სადაც ხალხი ბანაობს მეთქი.

მათ შემოთავაზებაზე, სადმე ერთად გვეჭამა, ენთუზიაზმი არ გამომითქვამს, მარა გაგიკვირდებათ და ეს თბილისი ისეთი პატარაა ყველასთვის (აბორიგენებისა და ტურისტებისთვის ერთნაირად) – მეტროში შევხვდით ერთმანეთს და საბოლოოდ ერთად დავლიეთ :) )

 ჩემი მდგმურები ხვალ მიდიან :( რეალურად, ფულიც ძაან ცოტა უნდა მომცენ, მაგრამ ისეთი სახალისოაააააააააააააა :) ))))))))